პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, შვილებზე, ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს ნიშანი, ველურობაა

05.03.21 11:30


„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი საზოგადოებას და ოპოზიციას მოუწოდებს მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, შვილებზე.


სუბარის აზრით, მსგავსი ქცევა ცივილიზაციასთან არაფერ შუაშია და ველურობაა.

 

„კითხვები შსს-სთან ყოველთვის ბევრია. მათ შორის, ძალიან საინტერესოა – მთელ მსოფლიოში მოიმატა პანდემიის პირობებში ისეთმა დანაშაულებმა, როგორიცაა ოჯახური ძალადობა. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში, რა ვითარება გვაქვს. იგივე ტენდენცია არის თუ განსხვავებულია. ასევე, ზოგადად, რა იგეგმება რეფორმების თვალსაზრისით სამინისტროში.

 

კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდო – როდესაც ისინი თავისი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ახორციელებენ და აქციებს ატარებენ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მოერიდონ პოლიციელების შეურაცხყოფას, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, მათ შვილებზე, მათ მშობლებზე თავდასხმებს და შეურაცხყოფებს, ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს ნიშანი, ეს უბრალოდ, ველურობაა, ნუ ჩადგებიან მაინცდამაინც ამ კალაპოტში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

პარლამენტში დღეს ,,მინისტრის საათის” ფორმატში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები