პოლიტიკა

5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა განახლდა - რა საკითხებს დასვამს ქართული მხარე

05.03.21 11:45


ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაინიშნა.ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავს. ოთხივე მათგანს საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ედება ბრალად. შესაბამისად ქართული მხარე შეხვედრაზე ამ საკითხს დასვამს.

 

დაკავებულთა ოჯახები ხელისუფლებისგან კონკრეტულ შედეგს ელოდებიან.

 

"სუს-სიგან ვიგებთ ინფორმაციას, რომ ამოქმედებული აქვთ ყველანაირი ბერკეტი.

საქმის კურსშია ისეთი ქვეყნები, რომლებიც აქამდე არც ერთ გატაცებულთან არ ყოფილან ჩართულნი. ჩემტან პირადად არ ადასტურებენ და ღიად არ ამბობენ, რა თემებზე მიდის შიგნით საუბარი. მაგრამ იმედს არ კარგავენ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დამთავრდება ეს ყველაფერი", - აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.

 

რამაზ ბეღელურის დედის, ნორა ტერიშვილის თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ერთი თვეა ბერელურის შესახებ არაფერი გაუგია.

 

"ისაა უკანონოდ დაკავებული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ინსულტი ორჯერ აქვს გადატანილი. ერთი თვე გავიდა და ინფორმაცია არ მაქვს როგორაა.

აუცილებელია, რომ დროულად გათავისუფლდეს", - თქვა ნორა ტერაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, რამაზ ბეღელურს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა, ხოლო ზაზა გახელაძეს ცხინავლის ე.წ სასამართლომ 12 წელი და 6 თვე შეუფარდა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები