პოლიტიკა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან

05.03.21 14:00


„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვდებიან.

 

მინისტრები არსებულ ვითარებას გაეცნობიან და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხებენ.

 

„საბჭოთა კოლაფსი რომ არა, „ნამახვანჰესი“ ალბათ აშენებული იქნებოდა, თუმცა ალბათ უკეთესიც არის, რომ ვერ აშენდა, რადგან ჩვენ დავხვეწეთ და უფრო უსაფრთხო და ნაკლებად საზიანო გავხადეთ აღნიშნული პროექტი, ვიდრე წინა პროექტი იყო.

 

ზოგადად, კაშხლები შენდება მთელ მსოფლიოში და კაშხალი არის ყველაზე ქმედითი ნაგებობა, რომელიც მეწყრისგან იცავს გარემოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და ის მედიისთვის გახსნილია.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები