პოლიტიკა

გახარიას პოსტიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო - წულიკიანი

05.03.21 16:00


პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომა პირადად გიორგი გახარიასთვის არის საზიანო და დასანანი - ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.


წულუკიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნებისთვის "არასასიკეთოა".

 

"მართლაც, მაშინ, როცა მე ავადვმყოფობდი, ბატონი გიორგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი", - თქვა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები