პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური იზიარებს მოსაზრებას, რომ უწყების მაღალჩინოსანთა საცხოვრებელი მისამართები ღია ინფორმაცია არ უნდა იყოს

05.03.21 16:40


შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იზიარებს მოსაზრებას, რომ უწყების მაღალჩინოსანთა საცხოვრებელი მისამართები ღია ინფორმაცია არ უნდა იყოს.

როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხშირია შემთხვევები, როცა ადგილი აქვს მათ ოჯახებში მივარდნას, რაც გომელაურის თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

 

“არ ვსაუბრობ მინისტრზე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე - კი ბატონო, ჩემი დეკლარაცია საჯარო და ღია უნდა იყოს, მაგრამ დეპარტამენტის უფროსები, დაზღვევის ხელმძღვანელი, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ მოვალეობას, ეს ღია არ უნდა იყოს. კი ბატონო, ქონებრივი დეკლარაცია ღია იყოს, თუმცა არა მითითებული მისამართებით. ძალიან სამწუხაროა ოჯახებში მივარდნა დეპარტამენტების უფროსებთან თუ მათ მოადგილეებთან, მშობლებთან, მეუღლესთან, პატარა ბავშვებთან. ეს არ უნდა ხდებოდეს! დარწმუნებული ვარ, რაც ჩვენთან ხდება, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს. ამის შესახებ კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. როგორც კახიშვილმა განმარტა, ღია სივრცეში დეკლარაციების სრულად გამოქვეყნება ამ ადამიანებს საფრთხეს უქმნის.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები