პოლიტიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

19.03.21 15:20


ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.


დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა, მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 

ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები