პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეხვდა

30.03.21 14:40


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა.

 

„ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

 

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს გუშინაც შეხვდა. ასევე, მან შეხვედრები გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ამასთან, დანიელსონმა ონლაინ კონფერენცია გამართა ევროპარლამენტარებთან.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები