პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის

31.03.21 10:00


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,ევროპული საბჭოს პრეზიდნენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის.

 

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

 

"ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებმა საქართველოში ჯერ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ქრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის", - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

 

ცნობისთვის, ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება შესთავაზა.

 

წინადადების პუნქტებია: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

 

მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები