საზოგადოება

ოპოზიცია: საქართველოში ნარკოტესტებზე ყოველწლიურად 15 მილიონი ლარი იხარჯება

20.05.16 16:10


ნარკოლოგიური შემოწმება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე — დამამცირებელი პროცედურაა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს ძალიან ძვირი უჯდება, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიცია თვლის რომ არსებული პრაქტიკა არანებაყოფილობით ნარკოლოგიური ტესტის ჩატარებაზე შეურაცხმყოფელია მოქალაქეებისათვის, რადგან შემთხვევათა 70%-ში ნარკოტიკების მოხმარება არ დასტურდება. პროტესტის ნიშნად დეპუტატებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ნარკოტესტით“ — ერთჯერად ჭიქებში ჩასხმული ვაშლის წვენით მოვიდნენ.

„ლტოლვილთა მხარდასაჭერად სახელმწიფო 13 მილიონ ლარს ხარჯავს, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის — 16 მილიონს, კულტურული მემკვიდრეობისათვის — 6,5 მილიონს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე 6 მილიონს, მაშინ, როცა 2500 ლიტრ შარდზე ყოველწლიურად 15 მილიონი ლარი იხარჯება“, —თქვა ჯაფარიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარჯავს რამდენიმე ათასი თავისი მოქალაქის ღირსების შელახვისათვის. „ეს მარაზმი როდესმე უნდა დასრულდეს!“, — განაცხადა დეპუტატმა.

კანონპროექტის ავტორი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არანებაყოფილობით ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარების აკრძალვაზე დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „პოლიციის“ შესახებ კანონში ცვცლილებების შეტანას.

არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ნარკოტიკებზე შემოწმება ნებადართულია, თუკი პოლიციელი თვითონ გახდა მოწმე ნარკოტიკების მოხმარების ან თუ მოქალაქე პოლიციის შემოწმების დროს ცდილობდა მიმალვას და ამასთან იყო ეჭვი რომ იგი მოიხმარდა ნარკოტიკს.

ასევე ნარკოტიკზე შემოწმება შესაძლებელია იდენტიფიცირებული წყაროსაგან გადაუდებელი დახმარების სამსახურში „112“ განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები