პოლიტიკა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

07.04.21 12:20


დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.

 

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბურთალოს რაიონში უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოსახლეობას პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია.

 

„1-ელი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე.

მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში.

ასევე, დაეხმარება იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, ავტომობილის გაჩერება არის უფასო. ასევე უფასო ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღლებისა და შშმ პირთათვის.

 

1-ელი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ- საათობრივი პარკირება და საფასური იქნება 1 საათი - 1 ლარი.

 

ზოგადად ზონალურ-საათობრივი პარკირების წესის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სისტემა წარმატებით მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც უკვე განხორციელდა. მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება ამ პროექტის დანერგვა“,- განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები