პოლიტიკა
07.04.21 14:00
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 15 მაისის აქციის საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელი რეგიონის მოსახლეობას შეხვდება პირველად ოპოზიცია.
„საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, სადაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელია გაერთიანებული. ახლა მიმდინარეობს ლოჯისტიკური, საორგანიზაციო საკითხების დალაგება, რის შემდეგაც ჩვენ გავალთ რეგიონებში. ეს ალბათ, კიდევ რამდენიმე დღეს წაიღებს. ზუსტად ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოდან, ან მომდევნო კვირის დასაწყისს ეს არ გადასცდება. დრო ბევრი არ არის და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. განიხილება ორი ვარიანტი, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი იყოს გარკვეულ რეგიონში შეხვედრებში და ასევე, შესაძლოა, რომ რეგიონების ნაწილში შეხვედრები ინდივიდუალურადაც გაიმართოს.
სამუშაო გრაფიკი ახლა დგება, ვინ, სად და როდის უნდა წავიდეს. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ესეც გახდება ცნობილი. წინასწარ ვერ გეტყვით პირველი რომელი რეგიონი იქნება, სადაც შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
რაც შეეხება გაუარესებული ეპიდისტუაციის ფონზე აქციის ჩატარების რისკებს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, თუ ხელისუფლება მაქსიმალურ ჩაკეტვებზე წავა, აქცია დაანონსებულ დროს მაინც გაიმართება.
„ბუნებრივია, თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, რაც გულისხმობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ბუნებრივია, ეს პრობლემას შექმნის. ასე თუ მოხდება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუკავშირდება 15 მაისს და მას პანდემიასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ვიდრე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ დრო მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩაკეტავენ, აქცია მაინც გაიმართება, მიუხედავად იმისა, დროში გადაიწევს თუ 15-ში იქნება. ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, რომ ამ აქციის გამართვას მანიპულაციებით ხელი შეუშალოს. აქცია მაინც გაიმართება, ნებისმიერ შემთხვევაში! ჯერჯერობით აქციის გადადება დღის წესრიგში არ დგას. 15 მაისი არის დაანონსებული თარიღი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, მატარებელი მოძრაობს და ეს კარგია
15:0019.04.21
-
14:4019.04.21
-
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
14:2019.04.21
-
14:0019.04.21
-
13:4019.04.21
-
13:2019.04.21
-
დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს და თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია წარადგინოს - უგულავა
13:0019.04.21
-
„ვფიქრობთ, შეთანხმების ახალი ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ვაშაძე
12:4019.04.21
-
„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა
12:2019.04.21
-
ნიკა მელია - მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები
12:0019.04.21
-
11:4519.04.21
-
11:3019.04.21
-
11:1519.04.21
-
დღეს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
11:1519.04.21
-
11:0019.04.21
-
10:4519.04.21
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
10:3019.04.21
-
უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა
10:1519.04.21
-
საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა - ვიოლა ფონ კრამონი
10:0019.04.21
-
„ბინძური ბომბი“ ქუთაისთან, სომხეთის „ბირთვული ზესახელმწიფოდან"
22:4518.04.21
-
თურქეთის მთა აღრიდაღი (არარატი) და „მხატვარ“ არმენ სარგსიანის პროვოკაცია საქართველოში ვიზიტის დროს
22:3018.04.21
-
რუსეთმა უნდა გამოიხმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი საქართველოა!
22:0018.04.21
-
საქართველოს დაშლა პროვოკატორი ჯამბაზის შალვა ნათელაშვილისთვის „ამოცანაა“
20:1017.04.21
-
ვაჰაგან ჩახალიანი და „ჯავახკი“ სეპარატისტები სომხეთში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
19:5017.04.21
-
”შეუერთდით რუსეთს და მიეცით მიწა სომხებს” - ამიტომ იბრძოდნენ აფხაზები ქართველებთან
19:3017.04.21
-
არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული
18:0016.04.21
-
17:4016.04.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა
17:2016.04.21
-
17:0016.04.21
-
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16:4016.04.21
-
საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება
16:2016.04.21
-
16:0016.04.21
-
თამარ გაბუნია: 4500 საწოლიდან 2500-ზე მეტი დაკავებულია
15:4016.04.21
-
15:2016.04.21
-
დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა
15:0016.04.21
-
არმენ სარქისიანმა თბილისში სომხური საკათედრო ტაძარი დაათვალიერა
14:4016.04.21