პოლიტიკა
07.04.21 16:00
“ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.
მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ.
„მთავარი ფაქტორია, რომ განცხადებაში საქართველოს მედიაციაში ჩართული ყველა პოლიტიკური ლიდერი გავაკრიტიკეთ, იმიტომ, რომ მედიაციას ევროკავშირი ვერ დაასრულებს, კომპრომისზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება, ელჩი დანიელსონი საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს, - ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გააკეთონ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიაზეა აქცენტი და მათგან ცოტა მეტს ელოდებით, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა წამოაყენოს პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და თავდადება იმის მიმართ, რასაც მთავრობა აკეთებს. ასე რომ, ეს დაბალანსებული პროცესი უნდა იყოს, ვალდებულებებით ორივე მხარეს - დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ“, - აღნიშნა კალიურანდმა.
მისი შეხედულებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის იმის ახსნა, რომ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, მაგრამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობისგან დაღლილია და საქართველო იმაზე მეტს ორგანიზაციისგან არ უნდა ელოდოს, ვიდრე ახლა იღებს.
„ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია - საუბარი საქართველ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალზე, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის კუთხით მაღალ მისწრაფებებზე და საქართველოს მომავალზეა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში წინ წამოწეული არ არის - მენდეთ, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: პანდემია, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობას მაშინ განვიხილავთ, როცა რაიმე ცუდი ხდება ან კრიზისები იწყება.
ევროპა დაიღალა, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობისგან გამოფიტვას განიცდის, ამიტომ ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით - თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით იქნას მიღებული.
რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, გულწრფელი უნდა ვიყო: ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა. თუ ჩვენ საქართველოში რეფორმებს მხარს ვუჭერთ, თუ საქართველოს გზასა და ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას საქართველოს მხრიდან, მაშინ პირობითობის წამოყენების დროა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24