პოლიტიკა

„ჩვენი კრიტიკა საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობს“- ანდრიუს კუბილიუსი

07.04.21 17:40


ევროპარლამენტის დეპუტატის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დემოკრატიის გარეშე არაფერი გამოვა.


კუბილიუსი კრიზისიდან გამოსვლას უსურვებს ჩვენს ქვეყანას, რადგან მისი თქმით, საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული გახდეს.

 

„ჩვენი კრიტიკა საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ გვიწევს კრიტიკულები ვიყოთ, თუ შენი მეგობრის წარმატება გსურს, თუ დემოკრატიის უკუსვლას ვხედავთ.

 

წამყვან საკითხებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორიც არის კანონის უზენაესობა, არაპოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ან დემოკრატიის უკუსვლა.

 

ამის გარეშე არაფერი გამოვა, ყოველივე ამას ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქართველებმა ეს უნდა ისწავლონ და გაიგონ.

 

საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსვლას ვუსურვებ, რათა ის უფრო ძლიერი და დემოკრატიული გახდეს. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამაში დახმარებას ვცდილობთ“- განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

ინფორმაციისთვის, 1-ელ აპრილს ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს არ დაეთანხმნენ.

 

ევროპარლამენტარებმა აღნიშნული განცხადება კრისტიან დანიელსონის ანგარიშის მოსმენის შემდეგ გაავრცელეს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები