პოლიტიკა
08.04.21 10:30
გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია, რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას, – ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჯერ უცნობია, რა განზრახვა აქვს მოსკოვს. ფაქტი ერთია, რომ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პიროებებში წლის დასაწყისიდან დღემდე 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოკლეს რუსებმა. ასევე ცხადია, რომ 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, მათ შორის, სახმელეთო ძალები, ავიაციისა და ფლოტის წარმომადგენლები, განაგრძობენ ყირიმის უკანონო ოკუპაციას. ისინი იქ 2014 წლიდან რჩებიან. ახლა მეტი სამხედრო ჩავიდა ნახევარკუნძულზე. ახლა ათასობით რუსი სამხედრო დისლოცირებულია უკვე უკრაინის საზღვრებთანაც“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ყველაფერი კეთდება უკრაინის ხელისუფლების დასაშინებლად და დასავლეთის გამოსაწვევად.
„ეს გახლავთ დემონსტრირება იმისა, რომ კრემლი არ სცემს პატივს ევროკავშირის, უკრაინის სუვერენიტეტს და არც აშშ-ს. ეს გახლავთ ტესტი. ჩემი აზრით, გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია. რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას. რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რადგან თუ კრემლი ნახავს, რომ დასავლეთი არაფერს გააკეთებს, რათა მოსკოვს პასუხი აგებინოს, მაშინ, ლოგიკურად მათ შეუძლიათ გააფართოონ თავისი გავლენა საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ თუ გვსურს უსაფრთხო გარემო, მაშინ ჩვენ უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენას შეძლებთ ხვალ, 9 აპრილს, 14:00 საათზე, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:2019.04.21
-
იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ელჩს თანამშრომლობის სფეროში ახალი ინიციატივები გააცნო
17:0019.04.21
-
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიწყალებს გიორგი რურუას
16:4019.04.21
-
16:2019.04.21
-
არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
16:0019.04.21
-
„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა
15:4019.04.21
-
15:2019.04.21
-
კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, მატარებელი მოძრაობს და ეს კარგია
15:0019.04.21
-
14:4019.04.21
-
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
14:2019.04.21
-
14:0019.04.21
-
13:4019.04.21
-
13:2019.04.21
-
დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს და თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია წარადგინოს - უგულავა
13:0019.04.21
-
„ვფიქრობთ, შეთანხმების ახალი ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ვაშაძე
12:4019.04.21
-
„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა
12:2019.04.21
-
ნიკა მელია - მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები
12:0019.04.21
-
11:4519.04.21
-
11:3019.04.21
-
11:1519.04.21
-
დღეს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
11:1519.04.21
-
11:0019.04.21
-
10:4519.04.21
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
10:3019.04.21
-
უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა
10:1519.04.21
-
საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა - ვიოლა ფონ კრამონი
10:0019.04.21
-
„ბინძური ბომბი“ ქუთაისთან, სომხეთის „ბირთვული ზესახელმწიფოდან"
22:4518.04.21
-
თურქეთის მთა აღრიდაღი (არარატი) და „მხატვარ“ არმენ სარგსიანის პროვოკაცია საქართველოში ვიზიტის დროს
22:3018.04.21
-
რუსეთმა უნდა გამოიხმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი საქართველოა!
22:0018.04.21
-
საქართველოს დაშლა პროვოკატორი ჯამბაზის შალვა ნათელაშვილისთვის „ამოცანაა“
20:1017.04.21
-
ვაჰაგან ჩახალიანი და „ჯავახკი“ სეპარატისტები სომხეთში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
19:5017.04.21
-
”შეუერთდით რუსეთს და მიეცით მიწა სომხებს” - ამიტომ იბრძოდნენ აფხაზები ქართველებთან
19:3017.04.21
-
არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული
18:0016.04.21
-
17:4016.04.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა
17:2016.04.21
-
17:0016.04.21