პოლიტიკა

დღეიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

08.04.21 10:45


დღეიდან ქვეყნის მასშტაბით კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. 


როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ აღნიშნა, პირველი აპრილიდან ნებადართული იყო კინოჩვენება, კინოთეატრები კი გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გამო დღეიდან განაახლებენ ფუნქციონირებას.

 

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში არის დადგენილი მათ მიმართ გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა, პრევენციული და ის უზრუნველყოფს იმ რეკომენდაციების დაცვას თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის,“ - განაცხადა ფერაძემ.

 

როგორც ცნობილია, კინოდარბაზებში შესვლა მაყურებელს რეგულაციების დაცვით შეეძლებათ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები