პოლიტიკა

აშშ-ის ელჩმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

09.04.21 11:15


აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

დეგნანი პარლამენტის წინ კარვებში მყოფ აქტივისტებსაც გაესაუბრა, თუმცა, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

9 აპრილის მემორიალთან დილიდან პოლიტიკოსებიც მიდიან და 32 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ.

 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, ძალადობას მსხვერპლი მოჰყვა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები