პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დღეს საქართველო დგას სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც 9 აპრილს თავი შესწირეს

09.04.21 12:40


9 აპრილი ჩვენი თავისუფლების დღეა, აქ ვიყავი მე იმ დღეს, პირველ რიგში ვიდექი. ერთი მხრივ ეს იყო ერთიანობის წარმოუდგენელი განცდა და მეორე მხრივ იყო საშინელება, როცა მე-2 დღეს ვნახეთ, რაც მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

მისი თქმით, უცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

 

„9 აპრილი ჩვენი თავისუფლების დღეა, აქ ვიყავი მე იმ დღეს, პირველ რიგში ვიდექი. ერთი მხრივ ეს იყო ერთიანობის წარმოუდგენელი განცდა და მეორე მხრივ იყო საშინელება, როცა მე-2 დღეს ვნახეთ, რაც მოხდა. იმ ღამეს არც მიგრძვნია, რადგან ჩვენ გვცემეს, დაგვარბიეს, მაგრამ რატომღაც დილამდე არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილები იყვნენ და დილას პირველი ვინც შემხვდა, იყო მერაბ კოსტავა, რომელმაც მითხრა, რომ იყო მსხვერპლი. თუმცა ამავდროულად ეს იყო საოცარი გრძნობა ერთიანობის, საოცარი განცდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და დღეს საქართველო დგას სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც 9 აპრილს შესწირეს თავი, ადამიანებზე, რომლებმაც თავი შესწირეს სამაჩაბლოში, სოხუმში, აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობას და აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“, - აღნიშნა სუბარმა.

 

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები