პოლიტიკა

კვლევის თანახმად 2019 წლის 20-21 ივნისს ტყვიების სროლა დამიზნებით ხდებოდა

09.04.21 13:40


ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევამ აჩვენა, რომ გამოკვლეულთა 76%-ს დაზიანებები სხეულის ზედა ნაწილში აღენიშნებოდა, რაც ნიშნავს, რომ ტყვიების სროლა დამიზნებით ხდებოდა.


"ემპათიას" კვლევა, 20 ივნისის მოვლენებს მიეძღვნა, რომელიც შემდგომში "გავრილოვის ღამითაა" ცნობილი. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გაგვერკვია - ეს სასტიკი სპეცოპერაცია იყო სადამსჯელო მიზნით, თუ ეს იყო გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის გამო. ასევე აღმოჩნდა კიდევ ორი ძირითადი პრობლემა - დაირღვა თუ არა საოკუპაციო კანონი.

 

ამასთან, წარმოიშვა საკითხი, რამდენად იყო ლეგიტიმური შს მინისტრის მხრიდან პარლამენტის შიგნით ძალაუფლების განკარგვა, გამოძევება დეპუტატებისა და ჟურნალისტების, რომლებსაც საშვი ჰქონდათ. გარდა ამისა, კვლევაში სტატისტიკური მონაცემები არის, რომ 76%-ს გამოკვლეულთა დაზიანებები აღენიშნებათ სხეულის ზედა ნაწილში, რაც ნიშნვს, რომ ტყვიებით სროლა დამიზნებით იყო. თვითონ მოვლენაც შეფასებული იქნა, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, იყო არაადამიანური მოპყრობა! ასევე, კიდევ ერთი თავი გამოძიების არაეფექტურობის საკითხს ეთმობა"- განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები