პოლიტიკა

"გირჩს" ცოტა არეული აქვს - გია ვოლსკი

12.04.21 17:20


უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლკსი გირჩიე მიერ ჩამოთვლილ 7 პუნქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ შეიძლება იაგო ხვიჩიას განცხადებაზე აიგოს ხელისუფლების პოზიცია:


"გირჩს ცოტა არეული აქვს, თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობის, უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერთ მხარს სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება.

 

არ შეიძლება ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია, არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღას ჩავიდებთ ჯიბეში და გვექნება გარკვეული პრივილეგიები ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე" - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, გირჩმა გამოაქვეყნა 7 პუნქტი და განაცხადა, რომ ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი პარტია მზად არის, პარლამენტში შევიდეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები