პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: რუსეთის ქმედებები და ყოფნა რეგიონში საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და საქართველოს უსაფრთხოებას

13.04.21 10:30


რუსეთის ქმედებები და ყოფნა რეგიონში საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და საქართველოს უსაფრთხოებას. დაზვერვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და საინტერესო ანალიზი მაღალ შეფასებას იმსახურებს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს.

 

„ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ცალკეული ტელეკომპანიების მიერ სადაზვერვო საქმიანობის არასათანადო პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით გაკეთებული სუბიექტური, ვიწროპარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული შეფასებების კატეგორიული მიუღებლობა. აღნიშნული ტელეკომპანიები ფაქტების დამახინჯებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, მათთვის მიცემული კომენტარების ფრაგმენტაციით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

რაც შეეხება სამსახურის უფროსის დანიშვნის საკითხს, უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე და სამსახური არის ინსტიტუციურად და ფუნქციურად გამართული, სრულფასოვნად მოქმედი სპეცსამსახური. ასევე, უზუსტობას წარმოადგენს ინფორმაცია, თითქოს საკომიტეტო მოსმენაზე სამსახური „ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებით“ იყო წარმოდგენილი.

საკომიტეტო სხდომას ესწრებოდა სამსახურის უფროსის მოადგილე და ანალიტიკური დირექტორატის უფროსი. სამწუხაროა, რომ მიკერძოებულ ტელეკომპანიებს ელემენტარული გარჩევის უნარი არ გააჩნიათ“, - აცხადებს ბერაია.

 

მისი თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სამსახურზე ზედამხედველობის მექანიზმები, როგორც მოსმენების, ასევე შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. „ამ საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურის საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სამსახურის პირად შემადგენლობას და მოვუწოდებ პარტიების სპიკერ ტელეკომპანიებს თავი შეიკავონ უსაფრთხოების საკითხების პოლიტიზირებისგან და პატივი სცენ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების შრომას“, - აღნიშნა ბერაიამ.

 

დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსმენა, რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად გაზრდილი რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გავლენის შესახებ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები