პოლიტიკა

გადატვირთვა უბრალოდ პარლამენტში შესვლა ვერ იქნება, ეს ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს - ხოშტარია

13.04.21 11:15


"დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სახის კრიზისზე აქკეთებს აცენტს, რასაც საზოგადოების მხრიდან ნდობის დეფიციტს უკავშირებს. ხოშტარიას შეფასებით, გადატვირთვა უბრალოდ პარლამენტში შესვლა ვერ იქნება, ეს ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს:


"სინამდვილეში ყველა კრიზისი, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, იქნება ეს ნამოხვანი, პანდემიის მართვა, ვაქცინაცია, მეწყერი თუ სხვა დიდწილად არის ნდობის დეფიციტის შედეგი. სწორედ ამას ქვია ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელიც სერიოზული გადატვირთვის გარეშე ვერ მოგვარდება. ოპოზიციის პოზიცია, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ნდობის დეფიციტი, მხოლოდ აისბერგის თავია. გადატვირთვა უბრალოდ პარლამენტში შესვლა ვერ იქნება, ეს ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს.

 

ანუ ყველა ერთს ვჩივით, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის და ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგიც" - წერს ხოშტარია.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები