პოლიტიკა

საქართველოში თურქეთის ელჩი - ვფიქრობ, სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაში საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ

13.04.21 11:30


საქართველოში თურქეთის ელჩ ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რის გამოც თურქეთმა საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს.

 

„საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიმყოფები სიმბოლურ ცერემონიალზე, რათა აღვნიშნოთ თურქეთის მიერ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ტექნიკური აღჭურვილობისა და ორი მიკროავტობუსის გადაცემა.

ვფიქრობ, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს, რაშიც მხარი უნდა დავუჭიროთ. ველოდებით თანამშრომლობის მეტად განმტკიცებას“, – განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

 

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები