ეკონომიკა
13.04.21 12:20
ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად, 2021 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მარტში იმპორტი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 767.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ზრდა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე. ამასთან, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.
2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 5.3 პროცენტით და 821.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე და 1,952.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა და კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2,406.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24