საზოგადოება

საპატრულო პოლიციას INL-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა

13.04.21 12:40


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.


უწყების ცნობით, თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.

 

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - რებეკა ჰანტი და სხვა წარმომადგენლები.

 

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები