პოლიტიკა

„პენსიონერებს რომ არ უნდა ძარცვავდეს ბანკი, ამაზე განსხვავებული შეხედულებები არ უნდა არსებობდეს“ - ალეკო ელისაშვილი

13.04.21 13:40


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთო აზრი ჰქონდეს.


მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაუცველ 800 000 მოქალაქეს ეხება.

 

„გუშინ იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც გაიმართა მსჯელობა პენსიებთან დაკავშირებით და იმ უსამართლო პირობებთან დაკავშირებით, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ აქვს სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით.

 

ველოდით, რომ ამ საკითხზე იქნებოდა დიდი გამოხმაურება და აგვიფეთქდა ტელეფონები მე და ლევან იოსელიანს. ერთი მხრივ იყო მადლობა და მეორე მხრივ ჩივილი. ეს ადამიანები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ იძარცვებიან „ლიბერთი ბანკის“ მიერ. ეს პრობლემა ეხება ყველაზე დაუცველ 800 000 მოქალაქეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

მან საკითხის მოსაგვარებლად დეპუტატებს მხარდაჭერისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ნაბიჯები. ვნახეთ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რატომ უნდა იღებდნენ პენსიონერები პენსიას მხოლოდ ერთ ბანკში. ამ საკითხზე არ შეიძლება, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის იყოს განსხვავებული შეხედულებები.

 

გთხოვთ, ვიყოთ სოლიდარულები და გავაგრძელოთ მსჯელობა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხი, ოპოზიციის წარმომადგენლების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის წერილით მიმართვის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი მაღალია.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები