ეკონომიკა

IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

13.04.21 15:40


„საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში ევროპაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 34.5%-ით, მეორე ადგილზეა მალტა 31.9%-ით, შემდეგ - მონტენეგრო 31%-ით.

საქართველო აღნიშნულ პერიოდში მეზობელ ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილზეა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 2021-2026 წლებში 52%-ით გაიზრდება და 2026 წელს 22 695 დოლარს მიაღწევს. ზრდის ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 15 709 საერთაშორისო დოლარი გახდება, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები