პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

13.04.21 18:00


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარკ კლეიტონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილმა სტუმარს სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო.

 

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

 

„ისტორიულად, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოში ინტეგრაციას. დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია ქვეყნის დემოკრატიული განმტკიცების თვალსაზრისით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ამილახვარი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები