პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

14.04.21 11:00


საქართველოს პრეზიდენტი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) კავკასიაში დესპანს დანიელ მაკ სუინის შეხვდა.

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხს, მათი მოძიების პროცესის გაგრძელებისა და უწყვეტობის აუცილებლობას და ამ პროცესში ჩართული მხარეების მაქსიმალურად ეფექტური კოორდინაციის საჭიროებას.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების უფრო გრძელვადიანი, მდგრადი და ეფექტური სამოქმედო სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები