პოლიტიკა

არმენ სარქისიანმა თბილისში სომხური საკათედრო ტაძარი დაათვალიერა

16.04.21 14:40


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თბილისში სომხური საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.

 

არმენ სარქისიანი ტაძარში მეუღლესთან, ნუნე სარქისიანთან ერთად მივიდა.

 

შეგახსენებთ, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. სარქისიანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი დღეს გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს დღეს დატოვებს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები