საზოგადოება

თამარ გაბუნია: 4500 საწოლიდან 2500-ზე მეტი დაკავებულია

16.04.21 15:40


„ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის პრობლემა ამ ეტაპზე ნამდვილად არ დგას. მაგრამ თუ ამგვარი იქნება შემთხვევების მატება, ჩვენ გვაქვს კოვიდკლინიკების გაფართოების გეგმა“,- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე 4500 საწოლიდან, 2500-ზე მეტი დაკავებულია და მიმდინარეობს მსჯელობა დამატებითი ადგილების მობილიზების შესახებ.

 

მინისტრის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება და ამჯერად პრიორიტეტულია აქტიური ტესტირების პროგრამის გაფართოება.

 

„დღეის მდგომარეობით, 4500-მდე საწოლია მობილიზებული, აქედან, 2500-ზე მეტი უკვე დაკავებულია. თუ ასეთი ტენდენციებით გაგრძელდა შემთხვევების მატება, მეტი იქნება საჭირო და ამაზე საუბარი მიდის.

 

დღეს განიხილება აქტიური ტესტირების პროგრამის გაფართოება მაღალი რისკის ჯგუფებში, თუმცა, თუ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა დრამატულად, მაშინ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების შესახებ ისევ ვიმსჯელოთ.

 

ტოტალურ ლოკდაუნზე საუბარი ნამდვილად არ არის, ვმუშაობთ იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ ლოკდაუნამდე მიმავალი გართულებები, რომ არ იყოს ამის აუცილებლობა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1077 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან თბილისში 641 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები