პოლიტიკა

ხელისუფლებამ წაახალისა კრიმინალი - ოპოზიცია ბანკსზე განხორციელებულ თავდასხმაში პასუხისმგებლობას ოცნებას აკისრებს

16.04.21 17:00


გახშირებული თავდასხმები ბანკებზე და მომატებული კრიმინალი - ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ დანასაულებრივი ქმედებების წახალისებასთან ერთად ქვეყანაში შემქნილი უმძიმესი ეკონომიკური ფონი აუარესებს მდგომარეობას:


"ის, რაც ავლაბარში მოხდა, პირდაპირი შედეგია იმ უპასუხისმგებლო განცხადებების, რომელსაც აკეთებდა ხელისუფლება, როდესაც ესებუამ აიყვანა მძევლები საქართველოს ბანკის ფილიალში. როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. ეს ახალისებს სწორედ კრიმინალს" - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

 

"გაზრდილია კრიმინალი, გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია, პლიუს ამას ემატება უკიდურესი გაჭირვება და სამართალმდაცავი სტრუქტურების მოუქნელობა და უმოქმედობა", - აღნიშნავს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.

 

თბილისში, ავლაბარში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე დღეს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა.

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზ წურწუმია დღეს საქართველოს ბანკში შეიარაღებული შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ორსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ მძევლების გათავისუფლება და თავდასმხმელის დაკავება შეძლო.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები