პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიწყალებს გიორგი რურუას

19.04.21 16:40


​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიწყალებს გიორგი რურუას.

 

„პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის დისკრეციაა და არა მოლაპარაკებების საგანი. შეწყალება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას. მას ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, მაგრამ თუ სასწორზე დგას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, პრეზიდენტის მოვალეობაა, საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში, ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები