ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ თელ-ავივისა და ერევნის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს

21.04.21 15:40


ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ თბილისი-თელ ავივი-თბილისის და თბილისი-ერევანი-თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენები აღნიშნული მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება, თბილისი – თელ ავივი – თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას; თბილისი – ერევანი – თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები