პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს

20.05.16 16:40


ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს, მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission-RSM) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც ავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები განიხილება.

”მინისტერიალის ფარგლებში საქართველო მიწვეულია ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში და მასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე. ჩვენ ვიმსჯელებთ მისიის მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც მრავალი ქვეყანა ახორციელებს ამ მისიის წარმატებისთვის და მათ შორის საქართველო. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე კონტრიბუცუას ახდენს ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიმართულებით.

შეხვედრებს გავმართავ ჩემს კოლეგებთან და ვიხილავთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც იქნება ვარშავის სამიტზე და ასევე შედეგები რასაც ჩვენ ველოდებით. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთხელ დაფიქსირდება პროგრესი და პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჩვენ ვსაუბრობთ იმ ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ეს არის ის მიმართულებები, რომელსაც ვიხილავთ ორმხრივ შეხვედრებზე”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები მის კოლეგებთან.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები