ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XIX

27.09.16 19:05


ახალქალაქის რაიონი
ახალქალაქის ისტორია თვალის ერთი გადავლებით
ჯავახეთი 80-ჯერ დანგრეულა და 90-ჯერ აშენებულა!
ახალქალაქში იყო სოფელი, მაგრამ ხელსაყრელი მდებარეობის გამო გადაიქცა ქალაქად (IX-Xს.ს.). მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ძეგლები- ნეოლითური და ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. ვიდრე ქალაქად გადაიქცეოდა ახალქალაქის კონცხზე საკმაოდ მრავალრიცხოვან მოსახლეობას უცხოვრია, აქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა IX-Xს.ს. ე.წ. „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ეკლესია „მის ნანგრევებში ნაპოვნი ქვაჯვართა ბაზისტები და კარნიზები V-VII, - IX ს-ბისაა. IX-Xს-ში აქ უკვე იყო ქალაქური ტიპის დასახლება, სადაც ნაპოვნია X- XIს-ის ბიზანტიელთა სპილენძის მონეტები“.

ამ დროს მას უკვე რქმევია ახალქალაქი, იგი საუფლისწულო მამული იყო Xს-ში.

მისი გალავნით შემოზღუდვა-გამაგრება დაიწყო XI ს-ში, მეფე ბაგრატ III-ის დროს და დასრულდა ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაში.

ქართულ, არაბულ და სომხურ წყაროებში აღწერილია ალფ-არსლანმა 1064წელს როგორ გაანადგურა ახალქალაქი. თურქებს დიდძალი სიმდიდრე ჩაუგდიათ ხელთ. ამ ბრძოლაში დაღუპულა ჯავახეთის ერისთავთ ერისთავი ფარსმან თმოგველი.

ახალქალაქი XII- XIII ს.ს ეკონომიურად მოძლიერებულა, მაგრამ ირანელთა შემოსევების დროს XIV-XVს.ს ისევ განადგურებულა.

XVIს-ში სამცხე-საათაბაგო ოსმალეთმა დაიპყრო და ახალქალაქიც მათ ხელში აღმოჩნდა.

რაც შეეხება ეკლესიებს XII- XIII ს.ს. ჯავახეთის ახალქალაქს მეორე დარბაზული ეკლესია ჰქონია გალავანს გარეთ ფარავანის წყლის მარცხენა სანაპიროზე.

გამოხდა ხანი და სამცხე-საათაბაგო მეფის რუსეთმა ბრძოლით შეუერთა იმპერიას.

სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრი ახალქალაქი პასკევიჩმა 1828წლის 23 ივლისს ბრძოლით აიღო, ვიდრე შეტევას დაიწყებდა პასკევიჩმა ქალაქის დამცველებს უბრძოლველად დანებება მოსთხოვა. ციხის დამცველებმა ამაყად შეუთვალეს „ჩვენ არც ერევნელები ვართ, არც ყარსელები, ჩვენ ახალციხელები ვართ... ამიტომ 1000-მა კაცმა გადავწყვიტეთ დავიხოცოთ ჩვენი ქალაქის კედლებთან.

ახალქალაქის გამაჰმადიანებული და გაფანატიკოსებული ქართველების 1000-კაციან გარნიზონიდან ცოცხალი გადარჩა 300, დანარჩენი კი ალაჰის სახელით შეეწირნენ ახალი „მფარველის“ ტყვიას.

ასე და ამგვარად დამყარდა რუსეთის ორ საუკუნოვანი ბატონობა სამცხე-საათაბაგოში.

პირველი რაც ცარიზმა გააკეთა იყო ის, რომ ამ მხარეში შემოასახლა და უხვად გასცა ქართული მიწები 1829-1830-იან წლებში შემოხიზნებულ ერზერუმელ სომხებზე.

მკვიდრ ქართულ მოსახლეობას შეუქმნა ისეთი მძიმე პირობები, რომ იძულებულნი გახდნენ აყრილიყვნენ და სხვადასხვა მხარეს გადახვეწილიყვნენ. სწორედ ამ დროიდან გადავიდა დემოგრაფიულ, რიცხობრივი უპირატესობა შემოხიზნულ სომხურ მხარეს.

მკვიდრი ქართველები არ გააბოგინეს საკუთარ მიწაზე.

რუსეთის ამ ანტიქართული, ვერაგული პოლიტიკის შესახებ აი, რას წერდა ივ.ჯავახიშვილი - „რუსეთის მთავრობისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობისთანავე, რუსთა სახელმწიფოს წარმომადგენელნი ერთი მხრით, სომეხ მოხელეთა დაწინაურებით მეორე მხრით, რუს ნასალდათართა დასახლებით, ქართველი მოსახლეობის ინტერესების შელახვისა და მიწა-წყლის ეთნოგრაფიულად აჭრელებით ქართველთა მოსალოდნელი პოლიტიკური მოძრაობისაგან უზრუნველყოფას ცდილობდნენ. სომხები მათ აპოლიტიკურ ხალხად ჰყავდათ მიჩნეული და ამასთანავე ერთგულად სთვლიდნენ. (ახლაც ასეა ბ.ა). უკვე 1828 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქართველ მაჰმადიანებით დასახლებული სამცხე ჯავახეთი, ერუშეთი და პალაკაციო რუსეთმა ოსმალეთს წაართვა და მცხოვრებლნი ისეთ სულიერ განწყობილებაში ჩააგდო, რომ ქართველმა მაჰმადიანებმა თავიანთ მამაპაპური სამოსახლოთაგან აყარა და ოსმალეთში გადასახლება ირჩიეს. გრაფმა პასკევიჩმა ქართველებს ლიხ-იმერეთითგან იქ გადასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთითგან გადმოსახლებულ სომეხთაგან 30.000 მცხოვრები ჩაასახლა. ამ ხელოვნური საშუალებით მესხეთში, სადაც 1828წლამდე ქართველი მოსახლეობა 95%-ს აღემატებოდა, 1832 წელს უკვე რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობა სომხები იქცნენ (გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1988 N41).

... გამოხდა ხანი და მოხდა 1917წლის თებერვლის რევოლუცია, რუსეთის იმპერია დაიშალა. მისი კოლონიებიდან ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელი რესპუბლიკები, თუმცა საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

აი, ახლა გამოაჩინა სამცხე-ჯავახეთში შემოსახლებულმა სომხებმა ნამდვილი სახე.

ახალქალაქის საკრებულოში მოკალათებულმა დაშნაკებმა ისარგებლეს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის კრიტიკული მდგომარეობით, მოიწვიეს სხდომა და გამოიტანეს დადგენილება და ახალქალაქის მაზრა მიუერთეს სომხეთს (1919წ.) ამ მხარის გენერალ-გუბერნატორმა შალვა მაღლაკელიძემ გააგზავნა ქართული ბატალიონი ახალქალაქში და აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი. სასწრაფოდ მოიწვიეს საკრებულოს სხდომა და გააუქმა მოღალატური დადგენილება. გავიდა დრო და ახლა აფხაზეთის სომხებმა საქართველოს ჩასცეს დანა ზურგში, 1990-იან წლებში რუსეთ-საქართველოს ომის დროს XIX-ს-ში აფხაზეთის შემოხიზნულმა სომხებმა შექმნეს ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და იბრძოდნენ ქართული ჯარის წინააღმდეგ, მაგრამ მათ კიდევ მეტი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი უფრო სასტიკად და დაუნდობლად ექცეოდნენ-მშვიდობიან ქართველ მოსახლებას ვიდრე აფხაზები და კაზაკები და ჩრდილო კავკასიელები. ბაგრამიანის სომხური ბატალიონის ბოევიკები ქართველებს ბარბაროსულად აწამებდნენ, სახლ-კარს უწვავდნენ და ხოცავდნენ, იმიტომ რომ ქართველები იყვნენ. ამგვარი ღალატისა და ვერაგობის ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ესეც კმარა იმის საილუსტრაციოდ, კრიზისულ მომენტში სომხების ერთი ნაწილი რა მუხანათურად ექცეოდა საქართველოს. ამის ფონზე არასარწმუნოდ და ყალბად ჟღერს პ. მურადიანის სიტყვები- „ქართველმა ისტორიკოსმა უნდა გააცნობიეროს ჯავახეთის სომხების უმნიშვნელოვანესი ისტორიული მისია- კედლის აღმართვა საქართველოსკენ წამოსული მტრის წინაშე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მაგალითად 1918-1920 წლებში, ანდა საქართველოში თავშეფარებულმა სომხობამ უზარმაზარი სამსახურით უპასუხა ქართველთა სტუმართმოყვარეობას.

როგორი „სამსახურით“ უპასუხა „აფხაზეთის სომხებმა“ და „ჯავახეთის სომხებმა“ ქართველთა სტუმართმოყვარეობას უკვე ვნახეთ თუ საჭირო იქნება დანარჩენი სხვა დროს...

ამჯერად სჯობია მივხედოთ ეპ.მირზახანიანის სიას, რომლის მიხედვით ახალქალაქის რაიონში 1801წლამდე აგებულია შემდეგი ეკლესიები:

1. აზავრეთი- „სურბ მათეოს“ („მესროფ ავეტარან X- XI ს.ს აღდგენილია 1830-იან წლებში.

2. ბზავეთი, „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ V-VII ს.ს. აღდგენილია 1848წ. დგას.

3. ბურნაშეთი (ბურნაშენი), „სურბ მათეოს ავეტარან“ X- XI ს.ს. აღდგენილია 1830-იან წლებში, მე-20 ს-ის დასაწყისში, მოქმედებს.

4. გიუმბურდო (კუმბურდო), „სურბ ჰამბარძუმ“, 964 წ. XIს. აღდგენილია მე-19 ს-ში. დგას, არის XV-XVIს.ს ხაჩქარები, სომხური ეპიგრაფიკით, სასაფლაო.

5. დადეში „სურბ ასტვაწაწინ“, ძველი ეკლესია X- XI ს.ს აღდგენილია 1848წ. 1867წელს მიაშენეს ახალი ეკლესია, დგას.

6. ეხტილა- „სურბ სტეფანის“ 1308წ. აღდგენილია მე-16 ს-ში, 1830-იან წლებში, დგას. გარშემო არის XIV-XVIII ს.ს. სომხური სასფლაო, სომხური ეპიტაფიებით.

7. ეხტილა, „ვანქ“ (მეგრეკ, ნეგრეკ), ძველი დასახლების ადგილას, XII-XIIIს.ს სტელა არის, ნახევრად ნანგრევია.

8. ხავეთი- მრაკული „სურბ-სარქისი“, XV-XVIს.ს აღდგენილია მე-19 ს-ში. ნახევრად დანგრეულია, არის სომხური სასაფლაო, ძველი ხაჩქარ-სტელები, სომხური ეპიტაფიები.

9. ხოსპია- (მეწ ნერქინ), „სურბ არაქცოც“, XII-XIIIს.ს აღდგენილია მე-19 ს-ში, 1980წ. დგას.

10. ხორენია, „იერევმან სურბ ხაჩ“ („სურბ ჰოვჰანეს კარაპეტ“), X- XI ს.ს აღდგენილია 1830-50 იან წლებში. დგას.

11. მაჯადია „სურბ ჰარუთიუნ“ („სურბ გრიგოლ ლუსავორიჩ“), 1840-50-იან წლებში. აღდგენილია 1850-60-იან წლებში, 1867წ. დგას. არის VI-VII ს.ს და XVI- XVIIს. ს სასაფლაო და ხაჩქარები.

12. მარტუნი (ფოქრ ხოსპია), „სურბ-არაქელოც“ აღდგენილია 1980-იან წლებში. დგას.

13. მერენია- „კოტრაწ ჟამ“, XII-XIIIს.ს აღდგენილია 2001წ. დგას.

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები