ეკონომიკა
27.09.16 19:25
მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები; ქართველი ბიზნესმენების ჩართულობა აუცილებელია ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებისას,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელსაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებსა და მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
„წარმატებით დასრულდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პირველი ეტაპი და დღეს მიმდინარეობს სახელისუფლებლო ინტიტუტებს შორის 2017-2020 წლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების ახალი დღის წესრიგის შეთანხმების პროცესი. ახალი დღის წესრიგი საკმაოდ ამომწურავი და ძალიან ამბიციურია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინსტიტუტები, რეგულაციები და სტანდარტები ევროპულ ნორმებთან დაახლოების პროცესშია. ეს, პირველ რიგში, სასარგებლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ევროპული წესრიგის საქართველოში დამყარების მიზნით – რათა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული რეგულაციები დასავლელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგები გახდეს და გაუმჯობესდეს არსებული სტანდარტები, დამყარდეს კანონის უზენაესობის სტანდარტი ქვეყანაში, რაც საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის თვალსაზრისით,”–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით.
მისივე თქმით, შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განიხილება კანონმდებლობასა და რეგულაციებში დაგეგმილი ყველა ცვლილება.
„ადგილობრივი ბიზნესასოციაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ უკვე შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკური პროფილის მინისტრები და დიდი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წევრები არიან წარმოდგენილნი. საბჭოში განხილული იქნება კანონმდებლობასა და რეგულაციებში მოსალოდნელი ყველა ცვლილება. ასე რომ, მიმაჩნია, მრავალპლატფორმიანი დიალოგის ფორმატი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივებს გარდამავალ პროცესს,”–განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, ხორციელდება მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანია– კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.
საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა და კერძო სექტორის მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ასევე გაიმართება რეგიონებში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 631
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24