საზოგადოება

საქართველოში ინდონეზიის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან

20.05.16 17:15


საქართველოში სამუშაო ვიზიტით ინდონეზიის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა და საქართველოს განათლების სისტემის ის სიახლეები გააცნო, რაც ამჟამად უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დარგში ხორციელდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო არის ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს, რომ უნივერსიტეტები შესაბამისობაში იყვნენ ევროპულ მოთხოვნებთან და დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა Horizon 2020 წვლილზე და განაცხადა, რომ სასიხარულოა 2 კვირის წინ ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს კონსორციუმის შექმნას პარტნიორებთან ერთად. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო 2016 წლის სექტემბერში დაგეგმილ მეცნიერების კვირეულს, რომელიც 2016 წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება ვიდრე გასულ წელს იყო.

ინდონეზიის წარმომადგენლებმა მათი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს მათი სახელმწიფო უნივერსიტეტების პრესტიჟულობას და აღნიშნეს, რომ ამ უნივერსიტეტებზე დიდია მოთხოვნა და შესაბამისად, ყოველწლიურად დიდია კონკურსი. სწორედ ამ უნივერსიტეტებთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს მხარეებმა და გამოთქვეს სურვილი, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის კავშირები გამოცდილების გაზიარების, საერთო პროგრამების და გაცვლითი პროგრამების განხორციელების კუთხით.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები