პოლიტიკა

ვასაძე არ მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე - ელისაშვილი

06.05.21 16:30


ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა და ბიზნესმენის პრორუსულ ორიენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვასაძე არ მალავს, რომ "კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე":


"პრორუსს ადამიანებს, დეკლარირებულ რუსულ აგენტურას საქართველოში რაც უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ამით უფრო ბედნიერი ვიქნები. ვასაძე პრორუსულობას ღიად ქადაგებს. ის არ მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე. ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელიც პუტინთან ხელგადახვეული იდგა და ამით დღემდე ამაყობს. მეორე აგერ, ვასაძე ისეთ ხალხთან მეგობრობით ამაყობს "ნა ტბილისიო", რომ მოუწოდებდა ტანკებს 2008 წლის ომის დროს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები