ანალიტიკა

ნჟდეს ნაცისტური იდეები დამღუპველია სომეხი ხალხისთვის. ამას აღიარებენ საღად მოაზროვნე სომხები, როგორიცაა განათლების მინისტრის მოადგილე ჟანა ანდრეასიანი.

07.05.21 9:41


წარსულის სისხლიანი ჯალათების ჰეროიზაციამ და მათმა კანიბალისტურმა იდეოლოგიამ, შესაძლებელია, სრულიად ერს წაართვას მომავალი. ამჟამად  სწორედ ამგვარი საფრთხის წინაშე დგას სომეხი ხალხი, რომელსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნაციონალისტები თავს ახვევდნენ  ისეთ "გმირს", როგორიცაა ნაცისტი კრიმინალი გარეგინ ნჟდე. და ბოლო დროს, გარკვეული ძალები სწორედ ნჟდეს გარშემო ცდილობენ ააგორონ კონფლიქტები, რომლებიც  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი, სომხეთისა და სომეხი ხალხის მომავალს.

 

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ყარაბაღში, ხოჯავენდში, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში, ფაშისტების თანამოაზრე ნჟდეს ძეგლის არსებობა რუსი სამშვიდობოების აბუჩად აგდებად  შეიძლება შეფასდეს. ეს გახლავთ რუსი სამშვიდობოების ერთგვარი "იძულება" - ემსახურონ სწორედ იმ ნაციზმის იდეებს, რომელთა წინააღმდეგაც იბრძოდნენ მათი წინაპრები. ამიტომაც, სავსებით კანონზომიერი იყო 9 მაისს გამარჯვების დღისთვის ხოჯავენდში ნჟდეს ძეგლის დემონტაჟის საკითხის წამოწევა. ნამდვილად დაუშვებელია, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით, საზეიმო ღონისძიებები ჩატარდეს ნაცისტისა და ჰიტლერის მიმდევრის ძეგლის წინ.

 

თუმცა, 2021 წლის 24 აპრილს ხოჯავენდში ნაცისტი დამნაშავისა და კოლაბორიაციონერის ნჟდეს ძეგლთან გამოკიდეს პროვოკაციული შინაარსის პლაკატი ჰეშტაგით #აქარარისარმოვირი (#ЭтоВамНеАрмавир). ეს გახლდათ მინიშნება რუსეთის ქალაქ არმავირის საკრებულოს დეპუტატის ალექსეი ვინოგრადოვის აქციაზე, რომელმაც 2019 წელს მიაღწია ნაცისტი ნჟდესადმი მიძღვნილი დაფის მოხსნას მის მშობლიურ ქალაქში.

 

სომეხი ნაციონალისტები ფაქტობრივად აიძულებენ რუს სამშვიდობოებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ნაცისტის ძეგლის ჩრდილქვეშ იზეიმონ. ასევე სიმბოლურია, რომ ყარაბაღში ნჟდეს განდიდების მთავარი ინიციატორები არიან ლიბანიდან და სირიიდან ჩამოსული ემიგრანტები, და არა ყარაბაღელი სომხები, რომელთაგან ბევრს უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ მათი მომავალი, თუკი ყარაბაღში სურთ დარჩენა, გაერთიანებულ აზერბაიჯანშია. ამ ემიგრანტთა შორის არიან სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის აშკარა ტერორისტები. მათ სჭირდებათ შურისძიება და ახალი ომი. აზერბაიჯანში, ყარაბაღელი სომხებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ მოქალაქეობის უფლება, ხოლო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის გამო, შესაძლოა, სამართლებრივადაც აგონ  პასუხი.

 

სახეზეა უამრავი ნიშანი იმისა, რომ ნაცისტი ნჟდეს კულტს სომეხ ხალხს გარედან ახვევენ ის ძლები,  რომელთაც კვლავაც სურთ სომეხი ხალხის გამოყენება "საწვავად" გამოყენება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამ ძალებს, დიდწილად, არ აინტერესებთ, რა მოუვა სომეხ ხალხს. პირიქითაცაა. მათი გათვლებით, რაც უფრო მეტი სომეხი შეეწირება სამხედრო ავანტიურებს, მით "უკეთესია", რადგან ამ შემთხვევაში სომეხი ხალხის ინტეგრაცია რეგიონულ პროექტებში და მეზობლებთან მშვიდობიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო გართულდება.

 

ამიტომ, სომხეთის რესპუბლიკაში იდევნებიან საღად მოაზროვნე სომხები, ვინც აცნობიერებს, თუ რაოდენ დამღუპველია ნჟდეს კულტი და მისი ნაცისტური იდეოლოგია მათი ხალხისთვის. კერძოდ, უნდა აღინიშნოს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ჟანა ანდრეასიანის გულახდილი და პრინციპული პოზიცია. ჯერ კიდევ 2012 წელს, ამ ქალმა, როგორც სოციოლოგმა, გარეგინ ნჟდეს სწავლებას ფაშისტური უწოდა, განაცხადა რა, რომ ეს საშიშია სომხური საზოგადოებისთვის და მას შემდეგ  დამოკიდებულება არც შეუცვლია.

 

ჟანა ანდრეასიანის გამოსვლა სომხეთის ტელევიზიით, სადაც იგი აცხადებდა ნაცისტების თანამოაზრე გარეგინ ნჟდეს "ცეხაკრონიზმის" ულტრანაციონალური იდეოლოგიის საშიშროებისა და აგრესიული სომეხი ნაციონალისტების მხრიდან მისდამი და სხვა საღად მოაზროვნე აზერბაიჯანელი სომხებისადმი განხორციელებული დევნის შესახებ,  ნაჩვენებია ალბერტ ისაკოვის ვიდეო-სიუჟეტში: 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჟანა ანდრეასიანი პირდაპირ ამბობს, რომ ნჟდეს იდეოლოგია ფაშისტური იდეოლოგიაა. ჟანა ანდრეასიანის აზრით, ეს იდეოლოგია ძალზედ საშიშია სომხებისთვის, ისევე, როგორც XXI საუკუნის საზოგადოებისთვის, რადგან იგი ეფუძნება სამყაროს წინააღმდეგ აგრესიას, მთელი სამყაროსგან საკუთარი თავის გამიჯვნასა და ყველა სახის საზოგადოების წინაშე უპირატესობის დემონსტრირებას. ნჟდეს სწავლებიდან ყველა ლამაზი სიტყვის ამოღების შემდეგ დაგვრჩება მხოლოდ ძალიან საშიში ფაშისტური საფუძველი დარჩება ”, - ხაზგასმით აცხადებს ჟანა ანდრეასიანი.

 

ნაციონალიზმის სენით შეპყრობილი სომხური საზოგადოების რეაქცია  ნჟდესა და მისი ნაცისტური იდეოლოგიის "ცეხაკრონის" თამამი და პრინციპული ჟანას ანდრეასიანის მხილებისადმი მეტად სახასიათოა. ამა წლის თებერვალში, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მისი თამამი ინტერვიუს საპასუხოდ, სომეხ ნაციონალისტთა ჯგუფმა აქცია გამართა და ჟანა ანდრეასიანს გადასცა "თურქული პასპორტი".

 

აქციის მონაწილეებმა მინისტრის მოადგილეს  "სამშობლოში - თურქეთში" დაბრუნებისკენ მოუწოდეს, "რადგან იგი ემსახურება თურქეთ-აზერბაიჯანის ინტერესებს". ჟანა ანდრეასიანი დაიბადა საქართველოში. და ბევრი, ასევე საქართველოში დაბადებული, სომეხი ნაციონალისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქართველი ხალხისადმი სიძულვილის გარდა ვერაფერს განიცდიან და ცდილობენ საქართველოსთვის საზიანოდ იმოქმედონ (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი-კალანტაროვი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია), ჟანა ანდრეასიანი საქართველოსა და ქართველების მიმართ  ძალიან დიდი პატივისცემითაა განწყობილი.

 

კერძოდ, მან პირდაპირ განაცხადა: ”ჩვენი მეზობლებმა, ქართველებმა, რომლებსაც ჩვენ დავცინოდით, ბევრად გაგვასწრეს საზოგადოების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარების  და ადამიანის პატივისცემის, საკუთარი თვითგამორკვევის საკითხში”. ის ფაქტი, რომ სომეხ ქალს საქართველო და ქართველები სომხებისათვის სა,აგალითოდ წარმოუჩენია, მეტყველებს მის საღ აზრზე, რომლისთვისაც უცხოა პრიმიტიული ეთნიკური ნაციონალიზმი.

 

”ასე არსებობა არ შეიძლება, ანუ დაუშვებელია, ყველა სხვა ერს მოექცეთ, როგორც ”გაფუჭებულ საქონელს” და ამავე დროს, სხვებისაგან კარგ დამოკიდებულებას ველოდოთ. ასე არ ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია ყველას  ჩვენს კონტროლქვეშ მოქცევა, თითქოს ჩვენს გარშემო ყველა სულელი იყოს. შეუძლებელია ასე ცხოვრება. ჩვენ გვჭირდება სომეხი ხალხისაგან სხვა დებულებები, რომელთა გახმოვანებასაც  შევძლებდით “, - აღნიშნავს ჟანა ანდრეასიანი.

ჟანა ანდრეასიანი სინანულით აღნიშნავს, რომ სომეხი ხალხი, რომელთა აზროვნება გაჯერებულია ისტორიული მითებითა და ეროვნული ექსკლუზიურობის იდეოლოგიით, აგრეთვე, ამასთან დაკავშირებული ნაცისტური სიძულვილით სხვა ხალხების მიმართ (რასაც მხოლოდ ფაშისტი ნიჟდეს კულტი უწყობს ხელს), მსოფლიო პროგრესის მიღმა რჩება.

 

”ამ დროისთვის, სომხურ საზოგადოებაში სახეზეა მხოლოდ ნაციონალისტების მონოლოგი. მაგრამ, საზოგადოებაში ნებისმიერი მონოლოგი ძალიან საშიშია. თანამედროვე სამყარო ემყარება მრავალფეროვნებას და თუ ჩვენ არ შევესაბამებით ამ ტენდენციებს, სოციალური განვითარების ტრენდებს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში, მსოფლიო საზოგადოების ცხოვრებას მიღმა აღმოვჩნდებით." ასკვნის ჟანა ანდრეასიანი.

 

ნაცისტის ნჟდეს განდიდების თანმხლები ნაციონალისტური სიბეცისგან თავის დაღწევა, პირველ რიგში, თავად სომეხი ხალხისთვისაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უიმედო დეგრადაცია და დაღუპვა ელის. სომხებს რეგიონალური კონფლიქტების გასაღვივებლად და  მეზობელ ხალხთან კონფლიქტისთვის გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, როგორც ეს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, ამისგან თავად სომხები დაზარალდებიან. სომხეთსა და სომეხ ხალხს მეზობლებთან შერიგების და შემდგომი განვითარების შანსს მხოლოდ  ნაცისტური "ნიჟდეიზმისგან" სრული განთავისუფლება, სომხების მიერ სომეხი ნაციონალისტ-დაშნაკების და ტერორისტების დანაშაულების აღიარება და მათი მკაცრი გმობა აძლევს.

 

წყარო Kavkazplus

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები