პოლიტიკა

ვაზილ ჰუდაკი: საქართველო ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან

07.05.21 12:00


„ჩვენ კოვიდის გამო რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდი. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა.


როგორც ბრიფინგზე ღარიბაშვილის მრჩეველმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია საქართველოში კვლავ დაბრუნება.

 

ამასთან, მისივე თქმით, ის საქართველოს განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის იმუშავებს.

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეს არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველოს ეკონომიკაში.

 

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ყოფნა, ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის, საქართველოს საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ კოვიდის გამო რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდი. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი მიმართულებით.

 

შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების გზით. დიდი პატივი მაქვს ქართველ ხალხს ვემსახურო. ეს არის საქართველოს და ევროკავშირის პარტნიორობის გაძლიერება და ამ მისიას სერიოზულად ვუდგები“, - განაცხადა ჰუდაკმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები