პოლიტიკა

ვინც გაიყიდა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს უახლოეს არჩევნებზე - ჭიჭინაძე მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას

07.05.21 13:00


"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას მიამრთავს და აცხადებს მთავარი ხალხის ინტერესების დაცვაა და არა "საარჩევნო კოდექსთან ჩახუტებული სირბილი". მისი თქმით, ვინც გაიყიდა, უახლოეს არჩევნებზე ყველა საკადრის პასუხს მიიღებს:


"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ!

 

ამიტომ, მათ მინდ ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და ვისაც ადამიანის ციხეში გამოკეტვა გამარჯვება ჰგონია.

 

გემი ჩაძირეთ, თვითონ გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

 

არ გამოგივათ!

 

ჯერ ერთი, გემი გადარჩება!

 

და მეორე, ვინც გადახტა და გაიყიდა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს უახლოეს არჩევნებზე.

 

და იდექით მერე რიგში და ითვალეთ პირველი, მეორე, მესამეზე..

 

ხალხის ინტერესების დაცვაა მთავარი, სახალხო ძალა და არა საარჩევნო კოდექსთან ჩახუტებული სირბილი.

 

P.S. გიორგი ვაშაძე ( და არა მარტო! )

 

რომ ტროას ცხენი იყო, ყოველთვის ვიცოდი და ვამბობდი კიდეც" - აცხადებს ჭიჭინაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები