საზოგადოება

ამირან გამყრელიძე - განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის

07.05.21 14:40


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

 

ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის.

 

„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა.

კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა.

 

ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები