საზოგადოება
07.05.21 15:40
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.
„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ აღიარებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „სინოფარმი“ არის მეტად უფრო დაწინაურებული ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპისთვის განხილვის საგნად დგას ორივე ვაქცინის ავტორიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს მედიისთვისაც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების კუთხით. მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც სისტემას გააჩნია. ასევე, მობილიზებულები არიან ექიმებიც და ის სასტუმრო-კლინიკებიც, რომელთაც კარგი პრაქტიკა აქვთ. აქტიურად მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რომელიც ბინაზე მართავს პაციენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო განსაზღვრული - 3000 ვაქცინირებულს დღეში, გუშინ და გუშინ წინ გვყავდა 3000-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარეს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აკრიფავს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია.
დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია. რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებოს, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24