პოლიტიკა
10.05.21 13:40
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტყით სარგებლობის ახალი წესი მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან.
სამინისტროს ცნობით, ტყით სარგებლობის ახალი წესი ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში.
„მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე – როგორც მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხეტყის ნარჩენის სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და მნიშვნელოვანი რგოლია ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის. გარდა ამისა, ტყის რესურსებზე წვდომა დაეფუძნება სრულიად ღია და გამჭვირვალე პროცესს – საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიანი ეზოებში, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ., სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი).
განსაკუთრებით აღსანიშნავია ტყით სარგებლობის წესით დადგენილი სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები – ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ტყით სარგებლობის ახალი წესის მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო.
„ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში. მთავრობის მიერ მიღებული ტყით სარგებლობის ახალი წესი პრაქტიკაში ამკვიდრებს ტყის კოდექსით დადგენილ პრინციპებს და ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ტყის რესურსებით მდგრადად ისარგებლონ მრავალფუნქციური მიმართულებით“,- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24