პოლიტიკა
10.05.21 15:00
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის სტრატეგია და გეგმები თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ეს არის ოფიციალური გამოსასყიდი, რომელიც ყოველგვარი თანხმობის გარეშე, მათ შორის ნიკა მელიას თანხმობისა ან რაიმე ხელმოწერის გარეშე გადაიხადა ევროკავშირმა. მინდა მათ გულწრფელად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ცდილობენ თუნდაც ამ ფორმით დაიხსნან მძევალი. რამდენიმე საათში ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას. საბოლოო გადაწყვეტილებას სტრატეგიასთან, გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით მას შემდეგ, რაც ნიკა იქნება თავისუფალი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თავის მხრივ, დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ენერგია პოლიტიკურ დევნაზე საუბრებში იხარჯება, მაშინ როცა დანარჩენი ცივილიზებული სამყარო სხვა მიზნებს ისახავს.
„არ შეიძლება დღეს ვსაუბრობდით პოლიტიკურ პატიმრებზე, პოლიტიკურ დევნილებზე, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გარშემო, იქ, სადაც ჩვენი ადგილია, ცივილიზებული სამყაროში, სხვა მიზნებს ისახავს დღეს და ჩვენ რაზე ვსაუბრობთ და რაზე გვიწევს ენერგიის ხარჯვა?“ - განაცხადა კირკიტაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ იმსჯელებს.
პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.
იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა.
გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს. ის რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24