ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აპრილში საქართველოდან ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

13.05.21 14:30


„არის პანდემია, თუმცა, არის კარგი ამბებიც: აპრილში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა და 378 მილიონი დოლარი შეადგინა. პანდემიაა, მაგრამ ხალხი მუშაობს!“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელს. „კარგია, რომ ექსპორტის ზრდა სჭარბობს იმპორტის ზრდის მაჩვენებელს!“ - აღნიშნა ექსპერტმა.


2021 წლის იანვარი-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 19.6 პროცენტით და 1,199.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს და 2,730.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

 

2020 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო დეფიციტი 53.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 1,531 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარი-აპრილში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები