ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტო - იანვარ-აპრილში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 65 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო

14.05.21 18:00


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია.

 

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი – 19% (1,559,533 ბოთლი), ლიეტუვა – 71% (356,748 ბოთლი), აშშ – 2% (325,468 ბოთლი), ესტონეთი – 3% (228,592 ბოთლი), გერმანია – 1% (229,527 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 6% (157,932 ბოთლი).

 

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

 

საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები