ეკონომიკა

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

18.05.21 18:00


სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3899 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3979 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.80 თეთრი შეადგინა.


გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1411 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1325 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.86 თეთრი შეადგინა.

 

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4067 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.8154 ლარი ეღირება.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 19 მაისიდან შევა ძალაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები