ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა

21.05.21 16:30


„გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მისი თქმით, ეს პროცესები უკავშირდება აპრილსა და მაისში ეკონომიკური აქტივობების ზრდასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას.

 

„მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორთან მიმართებაში, ასევე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილსა და მაისში სახეზე გვაქვს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები