პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ოფისის აპარატის უფროსის მოადგილეს შეხვდა

20.05.16 18:15


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ოფისის აპარატის უფროსის მოადგილესთან, პოლ სოლისთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საქმიანობის და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მიმართულებით უკვე განხორციელებული სამუშაოს შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო საპარლამენტო ეთიკის კოდექსზე მუშაობის პროცესსაც.

პოლ სოლისის განცხადებით, აშშ კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატი მოხარულია საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით და გააგრძელებს მის მხარდაჭერას ღია და გამჭვირვალე მმართველობის მიმართულებით მუშაობის პროცესში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროსის მოადგილეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

წყარო : /www.parliament.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები